logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვექნება საყოველთაო-სახალხო განხილვები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას
- +

2 აგვისტო. 2021. 18:16

 

 

„ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვექნება საყოველთაო-სახალხო განხილვები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მან განმარტა, რატომ გახდა მმართველი გუნდის პოზიცია რადიკალური, რომ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და ოპოზიციასთან თანამშრომლობას ამ კუთხით არ აპირებენ.

 

მისი თქმით, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტში.

 

„ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გვექნება საყოველთაო-სახალხო განხილვები, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ დავუბრუნდეთ მიშელის დოკუმენტს, თუმცა ვიტყვი, რომ თავის დროზე ამ დოკუმენტმა თავისი დადებითი როლი შეასრულა. მან განაპირობა ის, რომ ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდა, თუმცა ეს ამ დოკუმენტის სულისკვეთების სრული აღსრულება არ იყო, რადგან ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ამ კრიზისის გამომწვევი იყო და პროვოცირებას ახდენდა, დოკუმენტს ხელი არ მოაწერა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ხელშეკრულებაში იყო აღნიშნული, განახორციელა და მომავალშიც ამ მიმართულებით სვლას გააგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner