ლექტორი ზაზა სიამაშვილი ახალი, ორსართულიანი ელექტრომატარებლების შესახებ წერს.
სიამაშვილის თქმით, იგი პირველი მგზავრი იყო, ვინც „შტადლერის" ფირმის მატარებლით იმგზავრა. რეალობამ კი მოლოდინს გადააჭარბა.
„არის... აღსრულდა... ამ რამდენიმე თვის წინ რომ გამოჟონა ინფორმაციამ - საქართველოს რკინიგზა ორსართულიან მატარებელს შემოიყვანსო, ცოტა გამეღიმა - ეს ჩემი ძმაკაცი რას არ გამოტყორცნის-მეთქი... მაგრამ ვიცი მისი ხასიათი და ისიც ვიცი, რომ ჰაერზე არაფერს იტყოდა.... არც უთქვამს არასდროს... დაემუქრებოდა ოდესელ შლეგს და სადაც კი ის დეგენერატი მივიდოდა სავახშმოდ, დაჩიც კი „ეახლებოდა", სულთამხუთავივით დაადგებოდა...
მერე ის იყო, უგულავას ბენზინის ჩაასხმევინა და „დალოცა" - გიხდება ეს ადგილიო, მაგრამ გიგილო- მერმა კიდევ უფრო „უკეთესი" ადგილი შეირჩია... ეშმაკს წაუღია ისინი... -ჰოდა, იმას გიამბობდით, რომ ორსართულიან მატარებელზე მგზავრობას დაჩი იმწუთსვე დამპირდა და, აი, დღეს კაცურად, ჯიგრულად, ძმაკაცურად ამისრულა დანაპირები.... ყველგან შევიხედე, ყველა სავარძელი და ტუალეტი დავათვალიერე... გვირაბებიც და ხიდებიც გამოვიარეთ გაუკაწრავად და უმტკივნეულოდ...
მოკლედ, გილოცავთ ჩემო თანამემამულენო... მე კიდევ ასჯერ მეტად მეამაყება ჩემი ძმაკაცი, - უბედნიერესი იყო და მამას რომ შვილი შეეძინება, ისე დარბოდა! ჰო, მართლა, მამა ვახსენე, - დაჩის მამა გავიცანი, ბატონი თენგო... ცალკე გავედით და ღვინო მოვწრუპეთ. „დაჩის გაუმარჯოსთქო" - ვუთხარი... „ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოსო" - იქვე ჩამისწორა! აი, ასეთი მამა და ასეთი შვილი უნდა საქართველოს...
დაჩი, გაგიმარჯოს, გილოცავ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარე... შენისთანა თავდადებული, საქმის მოყვარული და ქვეყნის საქმის გამო თავდავიწყებული ჯარისკაცი უმრავლოს საქართველოს..."- წერს სიამაშვილი.