„IRI -ს ამჟამინდელი გამოკითხვის მთავარი ინტრიგა არის სწორედ ის "26%" რაც მან "ოცნებას" დაუწერა და ამით გაამყარა ცოტა ხნით ადრე გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შიდა კვლევებით "ოცნებამ" 28% მიიღო“, - წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
„რა მოხდება მეორე აქტში? თუ არჩევნებზე "ქ/ოცნება" აიღებს 43% და მეტს, ოპოზიცია და მისი სატელიტები აყვირდებიან, ორ თვეში როგორ ასწია 26% მქონე პარტიამ ელექტორალური მხარდაჭერა 43%-მდეო. ესე იგი არჩევნები გაყალბდაო
ისე, ხომ გახსოვთ 2012 წელი? NDI და IRI გამოკითხვები "ნაცმოძრაობას" რომ უპირობო გამარჯვებას უწერდნენ“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.