logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი არ შედის თურმე წლევანდელი IRI-ს კვლევების "სამეულში“ - როგორ არა გრცხვენიათ...
- +

3 აგვისტო. 2021. 02:46

 

 

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „აირაის“ კვლევის შედეგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„IRI-ს გამოკვლევებული საქართველო არ მოგიშალოთ ლუციფერმა... 2019 წლის ლინქი მქონდა - ვერ შევედი. წაშლილი დამხვდა. კიდევ კარგი, სქრინებს ვინახავ. დატკბით - 2019 წლის "კვლევებია" მოყვანილი...

მეტი რა გითხრათ - ირაკლი ღარიბაშვილი არ შედის თურმე წლევანდელი IRI-ს კვლევების  "სამეულში". ან როგორ არა გრცხვენიათ, ან როგორ არ გიტყდებათ. ესე იგი, იმაზე მაგრად გვქონია საქმე, ვიდრე გვეგონა. სადაცაა შემოდგომაც მოვა - ქიზიყური ღვინის პირველ გადაღებამდე "გაიასნდება" ყველაფერი. ნუ ვინერვიულებთ - დაველოდოთ“, - წერს ანალიტიკოსი.

 

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის"-IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 88 პროცენტს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე მოსწონს. მოწონების რეიტინგით მას 58 პროცენტით თბილისის მერი, კახა კალაძე მოსდევს, ხოლო მესამე ადგილზეა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. მას გამოკითხული რესპონდენტების 56 პროცენტი უჭერს მხარს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner