logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ტყუილია, რომ თითქოს აშშ საქართველოს საფრთხის შემცველ ქვეყნად მიიჩნევს!
- +

3 აგვისტო. 2021. 03:02

 

 

„ნუ უჯერებთ მავნებელ დეზინფორმატორებს, რომელთა აუხდენელი, მანიაკალური ოცნებაა ჩამოშლილი, იზოლირებული და დაქცეული საქართველოს ხილვა!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აშშ საქართველოს საფრთხის შემცველ ქვეყნად მიიჩნევს.

 

„მანიპულაცია, მითები, დეზინფორმაცია, დაპანიკების, უიმედობის დათესვის მცდელობა - ეს ნაცსექტის ჩვეული მავნე ხელწერაა Facebook-შიც.

აწერს რამე შეთითხნილს ერთი-ორი "მიუკერძოებელი" ნაცაქტორი, შემდეგ დაზაფვრისა და ნეგატიურის მოყვარულნი ბრმად აზიარებენ, რეალური ვითარების დანახვის გარეშე.

ყუილია, რომ თითქოს აშშ საქართველოს საფრთხის შემცველ ქვეყნად მიიჩნევს!

ყუილია, რომ  ამერიკელებისთვის საქართველოში მოგზაურობა სახიფათოა ეკონომიკური, პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური არასტაბილურობის გამო, რომელმაც შეიძლება დიდი ძალადობა და ზიანი გამოიწვიოს!

ყუილია, რომ მთელ საქართველოში გავრცელებულია ორგანიზებული  კრიმინალი და პოლიცია უძლურია!

 

საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდის სამოგზაურო რეკომენდაციებზე (travel.state.gov) Covid-19- თან დაკავშირებული საფრთხის შემცველი ქვეყნების ჩამონათვალზე.

ებგვერდის 'სქრინზე' ნათლად ჩანს თუ რატომ არ არის ამერიკის მოქალაქეებისათვის რეკომენდირებული საქართველოში მოგზაურობა - კოვიდი, რაც მოცემული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ლოგიკურია.

მეორე 'სქრინზე' ნაჩვენებია მხოლოდ აკრძალვა, ჩანს ერთ-ერთი კოდი С  და ნაჩვენებია ტექსტი, სადაც წერია, რომ ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს ძალადობის ფაქტებს და ა.შ. თუ კარგად დავაკვირდებით, ამოიკითავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს.

 

უ უჯერებთ მავნებელ დეზინფორმატორებს, რომელთა აუხდენელი, მანიაკალური ოცნებაა ჩამოშლილი, იზოლირებული და დაქცეული საქართველოს ხილვა!“, - წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner