logo_geo
eng_logo
აღმაშენებლის ხეივანში გზის მოხაზვის სამუშაოები დასრულდა
- +

3 აგვისტო. 2021. 10:33

 

 

„თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანში,14-კილომეტრიან მონაკვეთზე გზის დახაზვის სამუშაოები დაასრულა.

 

სამუშაოების შედეგს ადგილზე გაეცნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე.

 

„დედაქალაქში ინტენსიურად გრძელდება გზის დახაზვის სამუშაოები. ამჟამად მთავრდება აღმაშენებლის ხეივნის პროექტი, რომლის ფარგლებში ჯამში, 6500 კვ. მ-ზე დაიხაზა გზა და დატანილია საგზაო მონიშვნები. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 320 000 ლარია. შემდგომში ვგეგმავთ ვაჟა-ფშაველას გამზირის დახაზვას.

 

წლის ბოლომდე, ათივე რაიონში დაახლოებით 100 000 კვ. მ ფართობის დახაზვის სამუშაოები შესრულდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 

გზის დახაზვა და ასფალტზე საგზაო მონიშვნების დატანა მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავებით განხორციელდა, რომელიც მდგრადობას მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner