logo_geo
eng_logo
საქართველოს რკინიგზამ თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო
- +

3 აგვისტო. 2021. 10:35

 

 

საქართველოს რკინიგზა საკუთარ თანამშრომლებს ვაქცინაციის პროცესში ეხმარება. კომპანიამ აცრის მსურველები დაარეგისტრირა და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე უზრუნველყო.

 

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მსურელი საკმაოდ ბევრია და მათი აცრა ეტაპობრივად მოხდება. პირველი დოზით რკინიგზელები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში აიცრნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ პანდემიის პერიოდში ვაქცინაცია საუკეთესო გამოსავალია, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს სიკვდილიანობას და ვირუსის მიმდინარეობის სირთულეს.

 

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner