logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლები ვაქცინაციას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარებენ
- +

3 აგვისტო. 2021. 11:33

 

 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარონ,“ - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

 

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის იმუნიზაციის კაბინეტები რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოეწყო.

 

„თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს იმუნიზაციის პროცესს. ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთია იარაღია მსოფლიოში. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

რუხის სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლევან ჩაკვეტაძესთან ერთად გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner