logo_geo
eng_logo
დღეიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება
- +

3 აგვისტო. 2021. 11:36

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს გამოსცა და მას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, უფრო მკაცრად რეგულირდება, მათ შორის, საჯარო მოხელეთა ჩართულობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ამასთან, შეიზღუდა პერიმეტრი და გაფართოვდა მასშტაბი, სადაც, არჩევნებთან დაკავშირებით, მოქალაქეთა თუ სხვა პირთა გამოკითხვა არ შეიძლება.

 

 

 

ამასთან, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დარღვევების შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებისთვის სანქციები გამკაცრდება. საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი სექტემბერში, დაჩქარებული წესით განიხილავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner