9 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას, ამჯერად FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერს უმასპინძლებს, სადაც ჩვენი ქვეყნის ნაკრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მალტისა და სომხეთის გუნდები.
FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის თამაშები ე.წ. „ბაბლის“ პრინციპით, გულშემატკივრების დასწრების გარეშე, თბილისის სპორტის სასახლეში, ახალი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში, თამაშების ჩატარების/ორგანიზებისა და საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) რეგულაციებით გაიმართება.
„ბაბლის“ სისტემით, ხუთივე ნაკრები – საქართველო, ალბანეთი, ჩრდ. მაკედონია, მალტა და სომხეთი თბილისში შეიკრიბება და ერთ სასტუმროში დაბინავდება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ექნებათ.
აღნიშნული რეგულაციებით, 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყვიტა.
FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯერის კალენდარი ნახეთ ამ ბმულზე.