logo_geo 06:53
ხუთშაბათი. 13 მარტი. 2025
eng_logo
ირანის არჩეული პრეზიდენტი: ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული ტირანული სანქციების გაუქმებისთვის იბრძოლებს
- +

3 აგვისტო. 2021. 12:11

 

 

ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ირანი აშშ-ის მიერ დაწესებული ტირანული სანქციების გაუქმებისთვის იბრძოლებს.

 

„ჩვენ სანქციების გაუქმების კუთხით ვიმუშავებთ, თუმცა ხალხის ცხოვრების დონეს უცხოური სახელმწიფოების ნებას არ დავუკავშირებთ“, - აღნიშნა ებრაჰიმ რაისმა.

 

ირანის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი, საინვესტიციო ბაზრის სტაბილიზაცია, კორონავირუსთან ბრძოლა და მოსახლეობის წყლითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ის მთავარი პრობლემებია, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს.

 

19 ივნისს ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა. ებრაჰიმ რაისმა 17.6 მილიონი ხმა მიიღო. ებრაჰიმ რაისი პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას 5 აგვისტოს შეუდგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up