„ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ მეტი შეზღუდვების, იმიტომ, რომ სამწუხაროდ შვედები არ ვართ - არის ხალხი, რომელსაც შეზღუდვა პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან თავად იცავს ამ წესებს. შვედისთვის 2 კი არა, 3-მეტრიანი დისტანცია ნორმაა, ავტობუსის გაჩერებაზე რომ დგანან, ჩვენთვის სამწუხაროდ ეს ნორმა არ არის,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი და ეს არის ვაქცინაცია.
„აცრა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. მთავარი ახლა არის, რომ არ დაიღუპოს ადამიანი და სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.