logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: კოალიციის მიზანი მომავლის საერთო ხედვაა!
- +

6 მარტი. 2016. 00:24



ქრონიკის სტუდიაში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, კოალიციაზე საუბრობს. მისი თქმით, „ქართული ოცნება" შეიქმნა არჩევნებისთვის, კოალიცია შინარჩუნეს  მინუს ერთი პოლიტიკური სუბიექტით, მაგრამ პოლიტიკური შემადგენლობის უმრავლესობა დარჩა.


„როცა ხარ პოლიტიკაში, ყველა პოლიტიკოს აქვს დაუწერელი წესი, რომ რა ურჩევნია მას და რა არის მისი კონკრეტული სურვილი, ამ განცდებისა და ემოციებისგან შორს უნდა იყოს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რა არის საჭირო საერთო მიზნებისა და ქვეყნისთვის. ოცნებისთვის მთავარი და განმსაზღვრელი იქნება, რომ 2016 წლის არჩევნებზე კოალიციაში შემავალმა ყველა სუბიექტმა უნდა შეძლოს საერთო პრინციპებზე შეთანხმება. კოალიცია შეიქმნა არჩევნებისთვის, ჩვენ კოალიცია შევინარჩუნეთ მინუს ერთი პოლიტიკური სუბიექტით, მაგრამ პოლიტიკური შემადგენლობის უმრავლესობა დარჩა. შესაბამისად, 2016 წლის არჩევნებისთვის მზადებას უკვე ვიწყებთ და ვცდილობთ, რომ საერთო შეთანხმება აგებული იყოს ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებზე, ეს არის გამაერთიანებელი. კოალიციის მიზანი მომავლის საერთო ხედვაა. ეს ეხება როგორც ქვეყნის საგარეო კურსს და ჩვენს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სწრაფ ინტეგრაციას, ასევე შიდა პოლიტიკას", - განაცხადა ბესელიამ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner