logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ვიმსჯელეთ, როგორ გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურები, მათ შორის სოფლად თუ პატარა ქალაქებში, რათა ვაქცინაციის პროცესი, გახდეს უფრო აქტიური
- +

3 აგვისტო. 2021. 12:33

 

 

„ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურები, მათ შორის სოფლად თუ პატარა ქალაქებში, რათა ვაქცინაციის პროცესი, გახდეს კიდევ აქტიური,“ – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი.

 

„მინდა, ჩემი მხრიდან ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როგორმე შევძლოთ და ერთმანეთი დავიცვათ, დავიცვათ საკუთარი თავი და უნებურად არ შევუწყოთ ხელი ჩვენივე ან სხვისი სიცოცხლის დროზე ადრე დასრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე, ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურები, მათ შორის სოფლად თუ პატარა ქალაქებში, ყველა გარემოში, რათა ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიური გახდა ბოლო დღეებში ჯანდაცვის სამინისტროს სისტემისა და ყველა უწყების მონაწილეობით, გახდეს კიდევ აქტიური“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner