logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძეს ქიმიოთერაპია უტარდება - მას ძვლის ტვინის უიშვიათესი დაავადება დაუდგინეს
- +

3 აგვისტო. 2021. 12:42

 

 

ლევან ვასაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მხარდამჭერებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. ბიზნესმენი და მოძრაობა „ერი“-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ დაუდგინეს ძვლის ტვინის უიშვიათესი დაავადება.

 

„თავი მოვალედ მიმაჩნია, რომ მოგახსენოთ ჩემი მიმდინარე მკურნალობის სტატუსი. თქვენ იცით, რომ ორი თვეა დამემართა იშვიათი დაავადება, რომლის დადგენა და დიაგნოსტიკა ძალიან ძნელი აღმოჩნდა. გამოვიცვალე 5 საავადმყოფო - ორი თურქეთში და 3 მოსკოვში, სანამ არ მივედი იმ დიაგნოზამდე, რომელსაც დღეს დავასახელებ და კიდევ ველოდები ერთ დიაგნოზს.

 

ამჟამად ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის  ამილოიდოზი. ის ჩნდება ძვლის ტვინში და იწვევს ტოქსიკური ცილების გამოყოფას, რომელიც ილექება სხვადასხვა ორგანოებში და არის სიცოცხლისთვის სახიფათო. მე ამჟამად დაზიანებული მაქვს მხოლოდ გული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადება მთელს მსოფლიოში. ამ ტიპის შეძენილი ამილოიდოზი ემართებათ 1 მილიონში ორ კაცს.

 

ის არ არის გენეტიკური, რაც ჩემთვის, როგორც მრავალშვილიანი მამისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეს დაავადება მე არ მომდგამს გენეტიკურად და არ გადავა ჩემს შთამომავლობაზე. თუ არ ვუმკურნალე გავრცელდება სხვა ორგანოებზე. მკურნალობის პირველი ეტაპი გულისხმობს ქიმიოთერაპიას რამოდენიმე თვე. გასულ კვირას უკვე ჩამიტარდა ქიმიოთერაპიის პირველი სეანსი," - აცხადებს მიმართვაში ლევან ვასაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner