უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ოკუპირებული ყირიმი არასდროს გახდება რუსეთის ტერიტორია, ხოლო ყირიმის დაბრუნება დროის საკითხია.
„ეს მათი მიწა არ არის, ისინი აქ არ იქნებიან. მათი თაობები აქ არ გაიზრდება. ეს არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია. ის ხალხი, ვინც ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, არასდროს შეიყვარებს ყირიმს ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს’, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ყირიმი და დონბასი უცხო ტერიტორიაა და ის რუსული არასდროს გახდება.