რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, დაბა ასპინძისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების: იდუმალას, ოშორას და ოთას წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.
დაბა ასპინძაში არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები საჭიროებს რეაბილიტაციას. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო დიდია წყლის დანაკარგი.
რაც შეეხება, იდულას, ოშორას და ოთას, აღნიშნულ სოფლებში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება არსებული სათავე ნაგებობა და რეზერვუარები. დამატებით, სოფლებისთვის მოეწყობა რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა.
სამუშაოების შედეგად, დაბა ასპინძისა და სამი სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიის დაფინანსებით 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.