logo_geo
eng_logo
აზერ სულეიმანოვმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
- +

3 აგვისტო. 2021. 14:55

 

 

აზერ სულეიმანოვმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, - ამის შესახებ მან „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა.

 

„ძვირფასო თანამემამულენო! თქვენ მრავალი წლის განმავლობაში ყოველ რთულ სიტუაციაში ჩემთან ერთად იყავით და ყოველთვის გვერდში დამიდექით. სწორედ თქვენ ყოველთვის ჩემი სიამაყის წყარო იყავით. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით! თუ კი რაიმე არასწორი ქმედებები მქონია თქვენს წინაშე, ამიტომ ბოდიშს გიხდით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ადვილი არ არის, დღეს მე უნდა მივიღო ძალიან რთული გადაწყვეტილება. მე ვტოვებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიას, რომელთანაც მრავალი წელია ერთად ვიყავი. ამის შემდეგ, მე დროებით შევაჩერებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ჩვენი მომსახურება და ამომრჩევლის შეხედულებები. ბოლო წლის მოვლენები კი ამის ნათელი მაგალითია.

 

პარტიაში ჩემი ბევრი მეგობრის პატივისცემის გამო, არ მინდა რაიმე დეტალების გამჟღავნება. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენს წინაშე უსამართლობა იქნებოდა თუ კი გავაგრძელებდი ჩემი საქმიანობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიაში. უღრმესი მადლობა ყველას!“, - წერს აზერ სულეიმანოვი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner