დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ე.წ. ,,იაფი სახლის" შესახებ განაცხადა:
,,ე.წ. ,,იაფი სახლის“ პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე 40 ბენეფიციარი მიიღებს ბინებს, რაზეც კომისიამ პრაქტიკულად უკვე დაასრულა მუშაობა. ასევე დაასრულა მუშაობა კომპანიამ, რომელსაც ევალებოდა ბენეფიციარების შერჩევა. შემდგომი ეტაპი იქნება მომდევნო 40 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი. 31 აგვისტომდე გვაქვს ვადა, მივიღოთ განაცხადები და გავივლით იგივე პროცედურებს.
ბუნებრივია, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება. ჩვენ ბიუჯეტშიც გვაქვს გათვალისწინებული კონკრეტული ასიგნებები ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში ახალი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ წარმატებული პროექტია და უნდა გაგრძელდეს სამომავლოდაც“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.