logo_geo
eng_logo
რა კავშირია ბრეივიკის მიერ ჩადენილ ტერაქტებსა და მიუნხენის მოვლენებს შორის?..
- +

23 ივლისი. 2016. 03:49


სოციალური ქსელების მომხმარებლები და ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალება აქტიურად წერენ 5 წლის წინანდელი მოვლენების კავშირზე მიუნხენში, გუშინ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთან.


2011 წლის 22 ივლისი. ოსლო. ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასხმის მთავარმა ორგანიზატორმა და შემსრულებელმა, ანდერს ბერინგ ბრეივიკმა საპატიმრო დაწესებულებაში კიდევ 16 წელი უნდა დაჰყოს. მის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.


5 წლის შემდეგ, 22 ივლისს შეიარაღებული თავდასხმა უკვე გერმანიაში, მიუნხენში ხდება. ამ ორი სისხლიანი მოვლენის კავშირზე დღეს მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ.


ოფიციალური უწყებები, მიუნხენში მომხდარ ტერაქტზე საუბრობენ, თუმცა, დაზუსტებით არც ამ ვერსიას ავითარებენ.


აღსანიშნავია, რომ მომხდარზე, ამ ეტაპზე, პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.


 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner