„ოპოზიცია, ალბათ, ორ ნაწილად - შედარებით კონსტრუქციულად და რადიკალურ ოპოზიციად უნდა გავყოთ. ყოველი არჩევნების წინ, რადიკალური ოპოზიცია რაღაც ვნებებს უშლის თავის ამომრჩეველს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება.
„მუდმივად საუბრობენ გადატრიალებებზე, რევოლუციებზე, რომ ბოლო არჩევნებია, რომელშიც გაიმარჯვებენ და ყოველი არჩევნების შემდეგ, მათაც და მათ ამომრჩეველსაც ფლუსტრაცია აქვთ. ისინი მუდმივად ცდილობენ ქვეყნის რყევას, რაც, ბოლომდე არ გამოსდით. ფაქტი და მოცემულობა გვიჩვენებს, რომ ამ გზით, ხელისუფლებაშიც ვეღარ მოვლენ“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.
ზუსტად ორ თვეში, 2 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა 2 აგვისტოს გამოსცა და მას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.