logo_geo
eng_logo
ამერიკის ბერკლის და ავსტრიის უნივერსიტეტები ბათუმში სასწავლო პროექტებს განახორციელებენ
- +

3 აგვისტო. 2021. 17:39

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე  ამერიკის ბერკლის უნივერსიტეტის ელჩს, ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტებს შეხვდა.

 

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ბათუმში, საზაფხულო სკოლებში, 500 სტუდენტს გადაამზადებენ.

 

შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამების  განხორციელების მიმდინარეობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. დაიგეგმა თანამშრომლობა უმაღლესი განათლების გაღრმავების, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესორების ჩართულობის მხრივ.

 

ბათუმი, თავს იმკვიდრებს მსოფლიო რუკაზე როგორც განათლების ჰაბი. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიწყო   კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა. ასევე, ბათუმში შენდება განათლების ქალაქი, რომელიც მოიცავს მათემატიკურ სკოლას, საერთო საცხოვრებელს, ხელოვნების სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკასა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner