logo_geo
eng_logo
guardian: მიუნხენში გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
- +

23 ივლისი. 2016. 03:51



სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაში" სწრაფი კვების რესტორან "მაკდონალდსის" სიახლოვეს მომხდარი თავდასხმისას 9ადამიანია მოკლული, ხოლო 10-იდან 20-მდე დაშავებული. თუმცა გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, მაგრამ ჯერ ბოლომდე არ დაზუსტებულა, არის თუ არა აღნიშნული მე-10 გარდაცვლილი პირი თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი.



როგორც გერმანული მედია წერს, პოლიცია ირწმუნება, რომ აღნიშნული პირი თავდამსხმელია, რომლის გვამიც "ოლიმპიას" სავაჭრო ცენტრიდან, სადაც თავდასხმა მოხდა, 1 კილომეტრშია ნაპოვნი. პოლიციამ სულ ცოტა ხნის წინათ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ეს პირი თავდასხმასთან იყო კავშირში, "მაღალი ალბათობით" მოქმედებდა მარტო და თვითმკვლელობა ჩაიდინა.



როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაირემა განაცხადა, ყველაფერი კეთდება დაშავებულთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.



"დოიჩე ველე" კი თავდაპირველად, პოლიციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ მიუნხენის სავაჭრო ცენტრს 3 შეიარაღებული პირი დაესხა და ისინი გაქცეულები იყვნენ.



მიუნხენის პოლიციის წარმომადგენლის მოადგილემ განაცხადა, რომ სიტუაცია გაურკვეველი რჩება. "ჩვენ ვდცდილობთ სიტუაცია კონტროლს დავუქვემდებაროთ. ჩვენ არ ვიცით სად არიან დამნაშავეები", განცხადა მან.



მიუნხენის პოლიციამ მდგომარეობა აღწერა, როგორც "საგანგებო ტერორისტული საფრთხე". მიუნხენში თავდამსხმელების ძებნის მასობრივი ოპერაცია მიმდინარეობს.



პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს დაელოდონ ზუსტ ინფორმაციას და მოერიდონ დაუმტკიცებელი ჭორების გაცვლა-გამოცვლას. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.



გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შაბათს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს, განაცხადა მერკელის კანცელარიის მაღალი თანამდებობის პირმა პიტერ ალტმაიერმა.



როგორც მან ZDF-ის საზოგადოებრივ ტელევიზიას განუცხადა, „მუდმივად ხდება" მერკელის ინფორმირება მოვლენების განვითარებაზე. „კაბინეტის მინისტრები ბერლინისკენ მიემგზავრებიან", თქვა მან.



კანცლერისა და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალტმაიერის გარდა გერმანიის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ალტმაიერმა განაცხადა, რომ საბჭო შეაგროვებს და შეაფასებს ხელმისაწვდომ ინფორმაციას.



„ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ამგვარად, ტერორს და არაადამიანურ ძალადობას გერმანიაში ადგილი არ ექნება, განაცხადა მან, რომლის ტექსტის ციტირებასაც სააგენტო „ფრანს პრესი" ავრცელებს.



„ჩვენი ფიქრები თავდასხმის მსხვერპლთა გარშემო ტრიალებს, მათ გარშემო, ვინც მათ უყვარდათ, და აგრეთვე პოლიციელების, რომლებიც იცავენ თავისუფლებას და უსაფრთხოებას".



მერკელი თავისი შვებულების გასატარებლად ის-ის იყო ალპებში აპირებდა გამგზავრებას. მისი შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე შვებულებაში მყოფი - რომელიც მიუნხენში სრლების დაწყებისას ნიუ იორკის მიმართულებით მფრინავ ავიალაინერში იმყოფებოდა - ბერლინში ბრუნდება.



გერმანიის შს მინისტრმა, თომას დე მაიზიერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს შემდგომი თავდასხმებისთვის, რომელსაც მცირე ჯგუფები და რადიკალიზებული "მარტოხელა მგლები" განახორციელებენ.



მინისტრმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გერმანიის სამხრეთით, ვუერზბურგში სამგზავრო მატარებელში 17 წლის ავღანელმა ლტოლვილმა მგზავრებს დაზიანებები მიაყენა.



აღნიშნული ინციდენტისას 5 ადამიანი დაიჭრა, რომელთა შორისაც 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია. თავდამსხმელი, რომელიც გერმანიაში 2015 წელს თანმხლების გარეშე ჩავიდა, როგორც მიგრანტი და რომელსაც მატარებელში თავდახმისას დანა და ნაჯახი ეკავა, პოლიციის მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.



ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, იგი აცხადებდა, რომ ის იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner