logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანიამ განახორციელა
- +

3 აგვისტო. 2021. 18:18

 

 

„არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვენდოთ შედეგებს, რომელიც IRI-ის დაკვეთით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა კომპანია IPM-მა განახორციელა,“ - ამის შესახებ „რუსთავი-2“-ის ეთერში უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ IRI-ს მიერ დაკვეთილი და IPM-ის მიერ განხორციელებული კვლევები ყოველთვის დიდი ცდომილებით გამოირჩევა.

 

„ჩვენ არგუმენტირებულად ვამბობთ, რომ ბოლო წლებში განხორციელებული მათი არცერთი შუალედური თუ არჩევნების წინა კვლევა, არ დამთხვევია იმ შედეგებს, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ საარჩევნო ურნებთან გამოხატა. შესაბამისად, ვიცით, რომ ეს არის წინასწარ, ერთგვარად პროვოცირებული აქტივობა. მათი სურვილია, მათთან დაკავშირებულ რადიკალურ ოპოზიციას ხელი შეუწყონ. ამ შემთხვევაში გვაქვს ასევე ის თანხვედრა, რომ არამარტო კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ დაკლებული პროცენტები ნაწილობრივ გადანაწილდა გახარიას გუნდზეც. ის ტანდემიც ძალიან კარგად იკვეთება „ნაციონალებსა“ და გახარიას შორის“, - განაცხადა მიქანაძემ.

 

მისი თქმით, არც წინა და არც დღევანდელი მონაცემი არ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობებს.

 

„ჩვენ გვაქვს შიდა კვლევები, და შეგვიძლია ალოკაციის მეთოდით დავადგინოთ ის რეალური მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ამაში ქვეყნის მოსახლეობა დარწმუნდება სულ რაღაც ორ თვეში, როდესაც არჩევნები ჩატარდება. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, ექნება ძალიან მაღალი მხარდაჭერა ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ასევე მაჟორიტარი კანდიდატების და საკრებულოს პროპორციული სიით წევრების არჩევასთან დაკავშირებით“, - აცხადებს დეპუტატი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner