logo_geo
eng_logo
საქართველოს კონსული გერმანიაში: ამ ეტაპზე დაშავებულთა შორის ჩვენი მოქალაქეები არ არიან
- +

23 ივლისი. 2016. 03:52


გერმანიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "აიპრესი" გერმანიაში საქართველოს კონსულს, კახაბერ შიშნიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაცია საქართელოს მოქალაქეების დაღუპვის, ან დაშავების შესახებ არ აქვთ.


"ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დროს საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაიღუპა, ან დაშავდა არ გვაქვს. ზოგადად, ასეთი ინფორმაცია გერმანულ მხარესაც არ აქვს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს ჩვენი კოორდინატები, რომელიც სპეციალურად ინფორმაციის მოსაწოდებლად გადავეცით.

 

უახლოეს პერიოდში ველოდებით ინფორმაციას. ამ ეტაპზე ქართველებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს.

 

ცხელ ხაზზე ჩვენ ყველა ზარს სათითაოდ ვპასუხობთ. ვამოწმებთ ყველაფერს",- განაცხადა შიშნიაშვილმა.


მისივე თქმით, ქალაქში რთული მდგომარეობაა და პოლიცია მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს .


"ქალაქში ქუჩები გადაკეტილია, მოძრაობა შეზღუდული. იქედან გამომდინარე, რომ დამნაშავეები დაკავებულები არ არიან მოქალაქეებს მოუწოდებენ თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდებისკენ",- განაცხადა შიშნიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner