logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის უმაღლეს სამხედრო საბჭოს იწვევს
- +

3 აგვისტო. 2021. 21:53

 

 

თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით უმაღლესი სამხედრო საბჭოს შეხვედრა გაიმართება.

 

საპრეზიდენტო კომპლექსში გასამართ შეხვედრაზე განიხილება შეიარაღებულ ძალებში დანიშვნის, უფროსი და საშუალო წოდების ოფიცრების რანგით დაწინაურების, ასევე გენერლებისა და ადმირალების პენსიაზე გასვლის საკითხები.

 

შეხვედრას დაესწრებიან ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქთაი, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, იუსტიციის მინისტრი აბდულჰამით გიული, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ლიუთფი ელვანი, განათლების მინისტრი ზია სელჩუქი, გენერალური შტაბის უფროსი იაშარ გიულერი და სამხედრო დანაყოფების მეთაურები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner