logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ემზადება კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნებისთვის
- +

3 აგვისტო. 2021. 22:32

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ემზადება კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნებისთვის, თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ თუ რა გაკეთდება შემდეგი წლების განმავლობაში უშუალოდ მათ საცხოვრებელ გარემოში.

 

„სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ დღეებში გავასაჯაროვეთ, რომ ეს არჩევნები მართლაც ყოფილიყო თვითმმართველობის არჩევნები და მოქალაქეებს აერჩიათ ის ადამიანები და პროგრამები, რომლებიც მათ საცხოვრებელ გარემოს, მათ ქალაქებს, მათ სოფლებს შეცვლის უკეთესობისკენ და მოქალაქეებს არ ჰქონოდათ უფრო მეტი საფიქრალი იმაზე თუ რომელი პოლიტიკური პარტია უნდა იყოს მომავალში სავარძლებისთვის მებრძოლი და რომელ ოპოზიციურ პარტიას უნდა ჰქონდეს ბერკეტები, რომ არიოს ქვეყანა და დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner