logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: რა იყო ისეთი, რაც დემოკრატიულ პროცესს სჭირდებოდა და ჩვენი მხრიდან არ შესრულდა?!
- +

3 აგვისტო. 2021. 23:58

 

 

„თვითმმართველობის არჩევნებიდან ზუსტად ერთ თვეში დასრულდება ოპოზიციის დესტაბილიზაციის მცდელობები და ქვეყანა შემდეგი სამი წლით მშვიდ საქმიან რეჟიმში გადავა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ დანარჩენ რეფორმებზე საუბრისთვის „ქართული ოცნება“ მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ნორმალურ პოლიტიკაში დაბრუნდება.

 

„რა იყო ისეთი, რაც დემოკრატიულ პროცესს სჭირდებოდა და ჩვენი მხრიდან არ შესრულდა?! რა იყო ისეთი, გვითხრან პირდაპირ?! პატიმრებთან დაკავშირებით არ შესრულდა ვალდებულება? შესრულდა. ამნისტია იყო ინიციირებული ჩვენს მიერ და მათ მხარი არ დაუჭირეს. საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები? - შევიდა. მოსამართლეებზე საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მიხედვით უნდა შესულიყო, შევიდა. პროცესი 2 თვის განმავლობაში დაპაუზდა, კონკურსი ჩატარდა და ის მივიდა ბოლომდე, როგორც იყო გათვალისწინებული შეთანხმებით, გაკეთდა ეს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, იგი ინიციირებულია, ასე, რომ დემოკრატიული ცვლილებები, რომელიც რეალურ, ჯანსაღ ოპოზიციას სჭირდებოდა, გაკეთდა. ერთადერთი რისი გაუქმებაც ჩვენ მოვახდინეთ და თავი ამოწურა, გახლდათ 43%-ზე სხვა არჩევნების მიბმა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner