logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 9 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტს იტაცებდნენ
- +

4 აგვისტო. 2021. 00:54

 

 

„ვფიქრობ, რომ კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა რობერტ სტურუამ განაცხადა.

 

„მე მგონია, რომ ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 9 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტს იტაცებდნენ. რატომ არიან ახლა ასეთი გამწარებულები, რატომ იგინებიან უშვერი სიტყვებით? მე მგონია, რომ უნიჭოები არიან. მიფიქრია, რას ნიშნავს კულტურის მინისტრი. ახლა ძალიან საყვარელი ქალი გვყავს მინისტრად, რაც საშინელ რეაქციას იწვევს ქართველებში. მე ვფიქრობ, რომ კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ. ახლა ეს გაბოროტებული უნიჭო ხალხი გვაწვება ჩვენ“, - აცხადებს სტურუა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner