logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: მინდა, „დემოკრატიის შუქურებმა” იცოდნენ: კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანს არ მივუწვევივარ - იქ ოთხი თვის მისული დავხვდი
- +

4 აგვისტო. 2021. 00:26

 

 

“ამ უბადრუკებს ჰგონიათ, რომ თანამდებობას ვებღაუჭები. უფრო დიდი თანამდებობებიც მქონია და უღირსად არასოდეს მოვქცეულვარ“, - ამის შესახებ ლიტერატურულ კონკურსის, “ლიტერა”-ს ჟიურის წევრი იოსებ ჭუმბურიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

 

„ნაცებმა გაზეთი „თბილისი” რომ დახურეს, ორი შვილი მშიერი რომ დამრჩა, ჩემი ჯილდო – „ოქროს ფრთა” – ლომბარდში დავაგირავე.

ვეღარ გამოვიხსენი და მხოლოდ დიპლომი შემომრჩა.

 

ერთ-ერთ უნივერსიტეტში, პიროვნული ღირსების გამო, სანატრელ ხელფასზე ვთქვი უარი. იქიდან რომ მოვდიოდი და გალაკტიონის ხიდზე გადმოვიარე, საკუთარ თავს, არა, უფალს ვუთხარი: „ღმერთო, ამ ხიდის თავში დავჯდები, წინ ქუდს დავიდებ და იქ აღარ დავბრუნდები.”

 

სხვათა შორის, მთხოვეს დაბრუნება.

 

არაერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი ვყოფილვარ.

ვამაყობ, რომ ჩემი აღმოჩენაა ალექსანდრე მიშელაშვილი(მუხრან მაჭავარიანის სახელობის პოეტური მინიატურების კონკურსი);

უბედნიერესი ვიყავი, როცა გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსის („ერთგულება”) გამარჯვებულები გაოცებას ვერ მალავდნენ ჟიურის სამართლიანი გადაწყვეტილების გამო…

 

მინდა, „დემოკრატიის შუქურებმა” ესეც იცოდნენ: კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანს არ მივუწვევივარ. იქ ოთხი თვის მისული დავხვდი. ქალბატონ თეას ჩემთვის არც სტატუსი შეუცვლია და არც ხელფასი. მის გვერდით ამისთვის არ ვდგავარ. იმიტომ ვდგავარ, რომ მჯერა, სამშობლო უყვარს და მისთვის სიკეთის კეთება უნდა.

 

ხანდახან სურვილი მიჩნდება, ჩავატარო ასეთი ექსპერიმენტი: ერთი დღით დავუპირისპირდე თეა წულუკიანს. შუადღეზე მიმიწვევენ „ტვ პირველზე”, საღამოს – „ფორმულასა” და „მთავარზე”. და გავხდები დღის გმირი! გონიერი, ნიჭიერი, ზნეობრივი…

აი, ჩვენი ტელეოპოზიციის მთელი მორალი! „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!” – წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner