logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: IRI-ს ე.წ. კვლევები გახლავთ რეალობას აცდენილი და ყოველთვის ეწინააღმდეგება საარჩევნო შედეგებს
- +

4 აგვისტო. 2021. 01:26

 

 

„არაერთხელ დავწერე/ვთქვი, IRI - ს ე.წ. ვლევები გახლავთ რეალობას აცდენილი და ყოველთვის ეწინააღმდეგება საარჩევნო შედეგებს. ოლო "კვლევა" საარჩევნო ადმინისტრაციის კომპონენტზე კი, ანტისახელმწიფოებრივია“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ვხსნი რატომ:

ეჭვის ქვეშ აყენებს როგორც ამ პარლამენტის, ასევე მომავალი ადგილობრივი არჩევნების ლეგიტიმურობას;

რადიკალური ოპოზიციის მსგავსად, კომპრომეტირებას უწევს საარჩევნო ადმინისტრაციას და ზოგადად, საარჩევნო პროცესს;

რა უნდობლობაზეა საუბარი, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობა და მაღალი პროფესიონალიზმი არაერთხელ და  საყოველთაოდ აღიარეს თავად ავტორიტეტულმა, ნეიტრალურმა  საერთაშორისო აქტორებმა?

მიზნად ისახავს საქართველოს დესტრუქციული ოპოზიციის წაქეზებას მეტი რადიკალიზმისკენ და პოლარიზაციის გაღრმავებას, რაც ძალიან აწყობს ჩვენი სახელმწიფოს მტრებს შინ და გარეთ.

საერთოდ, IRI- სადმი რომელ ნდობაზეა საუბარი, როცა თუნდაც 2012 წელს, ამ ორგანიზაციამ გაცილებით მაღალი რეიტინგი შეუთითხნა გიორგი თარგამაძესა და დავით ბაქრაძეს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს?!

ამგვარი სრულიად არაობიექტური, ტენდენციური,  "კვლევებით", IRI და მისი საველე სამუშაოების ემსრულებელი აზიანებენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობასაც, რადგან არ შეიძლება მუდმივად დებდე ფსონ იმ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალაზე და აწ უკვე მის პოლიტიკურ მავნებლურ მიზნებზე, რომელიც ბოლო 10 წელია მუდმივად წაგებულია“, - წერს ანალიტიკოსი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner