„ნაცსექტანტები მსოფლიოს რომ მოუწოდებენ, - საქართველოში არ ჩამოხვიდეთო, - ჭკუა სულ დაკარგეს?!“, - წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ტურიზმი პრიორიტეტად და ქვეყნის გადამრჩენლად გამოაცხადა, სწორედ ნაცსექტანტებმა გახსნეს ბარები, კაფეები, რესტორნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები...
ამ ბიზნესის უდიდეს ნაწილს ახლაც სწორედ ნაცსექტანტები და მათი ოჯახის წევრები ფლობენ და, თუ ტურისტები არ ჩამოვლენ, იმ ბარებში, კაფეებში და რესტორნებში ერთმანეთთან ივლიან და იმ სასტუმროებშიც ერთმანეთს დააბინავებენ?!
პირველ აბზაცში დასმული შეკითხვა რიტორიკულია“, - წერს მძინარაშვილი.