logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ამ ქვეყნის მოღალატეებმა და, თანაც, უაღრესად უტვინოებმა, არ იციან რა შემთხვევაში უწესდება სანქციები ამა თუ იმ ქვეყანას
- +

4 აგვისტო. 2021. 02:16

 

 

„ოპოზიცია დაჟინებით საუბრობს რაღაც სანქციებზე და დაჟინებით ითხოვენ ამას უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრების დროს.

ამ ქვეყნის მოღალატეებმა და, თანაც, უაღრესად უტვინოებმა, არ იციან რა შემთხვევაში უწესდება სანქციები ამა თუ იმ ქვეყანას ან ინდივიდებს“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია შარლ მიშელის შეთანხმება, ეს არის ფაქტი და ფაქტი არის ისიც, რომ დასავლეთი ამ ფაქტით გაბრაზდა.

მაგრამ რისთვის უნდა დაუწესდეს ქვეყანას ან ამა თუ იმ პოლიტიკოსს სანქციები, ეს არის გაუგებარი. თვით შარლ მიშელის შეთანხმება იყო ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა და უდიდესი შეცდომა იყო 43-პროცენტიანი ბარიერის დაწესება.

ანუ, რაღაც დოკუმენტი უფრო მაღლა დადგა, ვიდრე საქართველოს შიდა, სუვერენული კანონმდებლობა.

დასავლეთი სანქციებს აწესებს მაშინ, როცა საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასთან ან ქვეყნის კანონმდებლობის მძიმე უგულვებელყოფასთან.

სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტი იყო ქვეყნის სუვერენიტეტის უგულვებელყოფა და ამ დოკუმენტიდან გამოვიდა მმართველი პარტია.

ეხლა, კარგად დაფიქრდეს კარგად ოპოზიცია, რისთვის უნდა დაუწესდეს სანქციები ქვეყანას?“, - წერს მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner