logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: მივაღწიეთ იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჯანდაცვის სექტორს შეიძლება გაუჭირდეს დიდი ნაკადების შეუფერხებელი მართვა
- +

4 აგვისტო. 2021. 10:28

 

საქართველოში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 33 ათასს აჭარბებს, რასაც თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ჯანდაცვის სექტორმა შესაძლოა ვერ გაუძლოს. მისივე განცხადებით, არსებობს მეოთხე ტალღის დაწყებისა და ეპიდაფეთქების საშიშროება, რომელიც მოსახლეობამ რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით უნდა აღმოფხვრას. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განმარტებით, ინდური შტამი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ცირკულირებს, რაზეც სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მეტყველებს.

 

„მდგომარეობა უფრო სერიოზული გახდა. 5 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს უახლოვდება იმ რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. თუ ავიღებთ აქტიური შემთხვევების რაოდენობას, 33 ათასია, ცოტა მეტი. ჯერჯერობით ეს საქართველოსთვის ყველაზე მაღალი ციფრია. მივაღწიეთ იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჯანდაცვის სექტორს შეიძლება გაუჭირდეს უკვე ასეთი დიდი ნაკადების შეუფერხებელი მართვა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner