logo_geo
eng_logo
საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა
- +

4 აგვისტო. 2021. 10:51

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის ხომალდი „ოჩამჩირე" (P23) და ხომალდი „სოხუმი" (P24) მონაწილეობდა, ხოლო უკრაინის მხრიდან, წვრთნებში შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღა „სლავიანსკი" (P190) ჩაერთო.

 

„წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა სასწავლო ელემენტი: ერთობლივი საზღვაო მანევრები, საწვავის გადაცემის იმიტირება გემიდან გემზე, „ადამიანი ბორტს მიღმა", ხომალდის ბუქსირება.

 

ერთობლივი წვრთნები ნატოს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა,“ - აცხადებენ სამინისტროში. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner