logo_geo
eng_logo
საგარეო უწყება: ინფორმაცია, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, არის სამწუხარო სპეკულაცია
- +

4 აგვისტო. 2021. 11:15

 

 

„ინფორმაცია, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, არის სამწუხარო სპეკულაცია, რადგან ამ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა, ვინაიდან ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის,“ - ამის შესახებ სააგენტო „იმედინიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს.

 

„მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებში მაღალი დონის ვიზიტებზე (პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა) საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის, ბუნებრივია, ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობრები არიან.

 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ეს არის სამწუხარო სპეკულაცია თემაზე, რადგან ამ თარიღებში ვიზიტი ბუნებრივია ვერ დაიგეგმებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის.

 

ზოგადად, არსებული პრაქტიკით, მაღალი დონის ვიზიტების შესახებ საზოგადობას ეცნობება ვიზიტის დაგეგმვის პროცესში მხარეებს შორის თარიღის შეთანხმების შემდგომ“, - აცხადებენ უწყებაში.

 

მანამდე რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბალტიის ქვეყნებმა ირაკლი ღარიბაშვილს ვიზიტზე უარი უთხრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner