logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: გაზპრომთან მოლაპარაკების საკითხი პოლიტიკური არ არის!
- +

6 მარტი. 2016. 00:33



გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკების საკითხის პოლიტიზირება ნაციონალურმა მოძრაობამ სცადა-ამის შესახებ "მემარცენე ალიანსის" გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.



 გაზპრომთან მოლაპარაკების საკითხი პოლიტიკური არ იყო. გაზის გარდა ჩვენ რუსეთისგან უამრავ პროდუქტს ვყიდულობთ. მითუმეტეს სასოფლო-სამეურნეო ბაზარი გაიხსნა და საქართველოდან უკვე უამრავი პროდუქცია გადის, მათ შორის მინერალური წყალი და ღვინო. ასევე, რუსეთიდან შემოდის ფქვილი და სხვა პროდუქტები. გაზიც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი. თუ ჩვენ რუსეთთან ვწყვეტთ სავაჭრო ურთიერთობას, მაშინ უნდა გაწყდეს ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობა და ყველანაირი მიმოსვლა. რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ და რუსეთის ხელისფულებამ საზღვრები გახსნა და სავიზო რეჟიმი გამარტივდა, შესბამისად ყველანაირი შეღავათი გაზზეც უნდა გავრცელდეს. ასევე, ალტერნატივა არამარტო რუსეთიდან, არამედ ირანიდანაც უნდა.


შატბერაშვილი ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის და სოკარს შორის არსებულ კავშირებზეც საუბრობს.



 ამ საკითხის პოლიტიზირება ნაციონალურმა მოძრობამ სცადა. რადგან, სოკარის წილი ყოფილი ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს ეკუთვნის, რომლის წილი, ფაქტიურად, სააკაშვილის წილია. ამიტომ დაიწყეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ასეთი ხმამაღალი ლაპარაკი. თუ სოკარის წილი შემცირდება, მათი წილიც შემცირდება. ასევე, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომსოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" 49 პროცენტი სანდრა რულოვს ეკუთვნის." - განაცხადა შატბერაშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner