logo_geo
eng_logo
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დღეს კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება
- +

4 აგვისტო. 2021. 11:25

 

 

„საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დღეს კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება,“ - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად გვექცა მოქალაქეებისთვის წლობით დაუკანონებელი საკუთრების დაკანონება. დღეს კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება და სიმბოლურ 1 ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. მათგან 20 ოჯახი ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, 10 ოჯახი - გლდანის რაიონში, 3 ოჯახი - სამგორის რაიონში, 3 ოჯახი - დიდუბის რაიონში, 2 ოჯახი კრწანისის რაიონში, ხოლო 2 ოჯახი - ვაკის რაიონში.

 

ვიზიარებ მათ სიხარულს და ვულოცავ ყველა მათგანს. დანარჩენებს კი მოვუწოდებ, მრავალი წლის განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართის არსებობის შემთხვევაში მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, რომელიც დაეხმარება ინფორმაციით და კონსულტაციით, იმისთვის, რომ განხილული და შესწავლილი იყოს მათი განაცხადი“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner