logo_geo
eng_logo
მერიამ „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით ბრძანება დაამტკიცა
- +

4 აგვისტო. 2021. 11:32

 

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ დაამტკიცა ბრძანება „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

 

„განვსაზღვრეთ საჯარო მოხელეთა ქცევის წესები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებასა და საჯარო მოხელეს გადავუგზავნით. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეებს, მთავრობის წევრებს, გამგებლებს, სამსახურის ხელმძღვანელებს, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ჩაიშალოს ჩვენს თანამშრომლებში, იმიტომ რომ ხშირად არის შემთხვევები, რომ ადამიანებმა შეიძლება არ იცოდნენ როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნების პერიოდში და ხშირად ხდება მიზანმიმართული მანიპულირება, არასწორი ინფორმაციის გავრცელება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა თანამშრომელს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია“, - განაცხადა მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner