logo_geo
eng_logo
ორი კვირის განმავლობაში, ართანაში 80 სტუდენტისთვის ლიტერატურისა და კინოს კამპუსები მოეწყობა
- +

4 აგვისტო. 2021. 11:40

 

 

„თბილისის მერიისა და „იუნესკოს“ ერთობლივი პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ამჯერად თბილისის ფარგლებს გასცდება და ორი კვირით კახეთში, ართანაში გადაინაცვლებს, სადაც დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების 80 სტუდენტისთვის ლიტერატურისა და კინოს კამპუსები მოეწყობა,“ - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ცნობილი მწერლები და რეჟისორები, ორ კვირის განმავლობაში, თანამედროვე და კლასიკური, ქართული თუ უცხოური ლიტერატურისა და კინოს შესახებ სალექციო კურსს წაიკითხავენ.

 

„სტუდენტებისთვის სხვა შემეცნებითი აქტივობებიცაა დაგეგმილი, რომელიც მონაწილეებში დებატების წარმართვის, გუნდურად მუშაობის, ლიდერობისა და კრიტიკულად აზროვნების უნარების განვითარებას, ახალი ინტერესების ჩამოყალიბებასა და ახალი სოციალური კავშირების დამყარებას ითვალისწინებს.

 

ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი სტუდენტებისთვის ახალი, საინტერესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა იქნება და გარდა იმისა, რომ კურსის თემატიკა უაღრესად საინტერესოა, თელავში გატარებული ორი კვირა მათთვის ალბათ ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

 

მინდა ხაზი გავუსვა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია უსაფრთხოების ზომები. კერძოდ, ყველა სტუდენტსა და ტუტორს ასევე საორგანიზაციო ჯგუფის წევრს, წასვლამდე ჩაუტარდება PCR ტესტი და ისინი იზოლირებულად იცხოვრებენ სასტუმროში. პროექტის მონაწილეები, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნებიან ექიმის მომსახურებით.

 

პროექტის პარტნიორობისთვის მსურს მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულს ცენტრსა და კინოფესტივალ „თაობას“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner