logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, რადგან შეთანხმებიდან გასვლას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა ჰქონდა
- +

4 აგვისტო. 2021. 11:41

 

 

„ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა და გაუქმება კარგი არ არის, მით უმეტეს, რომ შეთანხმების პათოსი ითვალისწინებდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს კონსენსუსის მიღწევის საშუალება უნდა მოეძებნათ. პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, რადგან შეთანხმებიდან გასვლას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა ჰქონდა,“ – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, შეთანხმებას რამდენიმე პარტია საერთოდ არ შეუერთდა, რაზედაც პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა, რადგან უკვე ნათელი იყო, თუ რა მიმართულებით ვითარდებოდა სიტუაცია.

 

„პრეზიდენტმა ვითარება ისე გააანალიზა, როგორც თავად ხედავს. გააანალიზა შედეგები, საკმაოდ ცუდია ის შედეგი, რომ პოლიტიკურ პლატფორმაზე პარტიები ვერ ნახულობენ რესურსს, რათა საერთო პოზიციები შეიმუშაონ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. როცა ვითარებას აფასებ, უფრო ზუსტი და დაბალანსებული უნდა იყო, რადგან მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალურია ის, რომ დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი არასდროს უთქვამს და ამის არდანახვა სწორი არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი ეცადა, სიტუაცია ასე თუ ისე უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, მაგრამ პრაქტიკულად, არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც ჰქვია დესტრუქციული ქმედებების განვითარების ინტენსიური მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. პრეზიდენტის პოლიტიკა ასეთია, ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა და საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის ის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პარტია მიჰყვება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner