logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი გერმანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
- +

23 ივლისი. 2016. 04:05



საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს, გერმანელ ხალხსა და მთავრობას უსამძიმრებს.


მწუხარებას გამოვთქვამ მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო. ტერორისტთა ტყვიებს კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ.

მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში.

მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას ერთად მეტი აქტიურობა და მოქმედება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად." - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner