logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება
- +

4 აგვისტო. 2021. 12:24

 

 

„მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

 

მან მიწის რეგისტრაციის რეფორმის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთების ერთი მესამედი რეგისტრაციას საჭიროებს.

 

„ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ, სრულად მოწესრიგდება მოცემულ პერიოდში იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, მიწის ფონდის რეგისტრაციის პროცესი სრულად დასრულდება, აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი და შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

მინისტრის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის გამარტივებულმა პროცედურებმა და უფასო სარეგისტრაციო მომსახურებამ მოსახლეობისთვის მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner