logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტი ცდილობს, საკუთარ თავზე ზეპარტიული ფუნქცია აიღოს და ეს ლოგიკურია
- +

4 აგვისტო. 2021. 12:28

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პრეზიდენტი ცდილობს, საკუთარ თავზე ზეპარტიული ფუნქცია აიღოს და ეს ლოგიკურია, თუმცა მისი გუშინდელი განცხადების შინაარსი გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს.

 

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, მას არ ჰგონია, რომ სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, მათ შორის განსაკუთრებით ის გარემოება, რომ ითქვა, თითქოს, ოპოზიცია პარლამენტში ოპოზიცია შევიდა, კონსტრუქციულად მუშაობდა და მოწმენდილ ცაზე მეხივით იყო გადაწყვეტილება მიღებული ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

 

„რეალურად, ეს ასე არ არის. ვფიქრობ, რომ ლოგიკური იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ამ გარემოების მხედველობაში მიღებით შეაფასებდა მოვლენებს. ზოგადად, მისი მხრიდან გულის დაწყვეტა გასაგებია, რადგან დოკუმენტის თავდაპირველი ფუნქცია კარგი ინიციატივა იყო, მაგრამ მოგვიანებით რა ფორმა მიიღო, როგორი იყო ცალკეული პარტიების დამოკიდებულება, სრულიად განსხვავდებოდა იმ პათოსისგან, რასაც ეფუძნებოდა 19 აპრილის შეთანხმება და ბუნებრივია, ამას მხედველობაში მიღება სჭირდებოდა. მგონია, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესაძლებლობები ამოწურულია. თუ შეგიძლიათ, თქვათ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები კონსტრუქციული გახადა დოკუმენტმა და პოლარიზაციის ხარისხის შემცირება შევძელით, მაშინ, შეგვიძლია, ლოგიკა გავაგრძელოთ, მაგრამ ეს ასე არ იყო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner