საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ სანქციების დაწესების მოლოდინი არ აქვს, რადგან სანქციების დაწესების მიზეზს ვერ ხედავს.
როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, სანქციების დაწესება იმის გამო არ შეიძლება, რომ ვინმეს ხელისუფლება არ ეპიტნავება.
„ოპოზიცია ბევრს საუბრობს, რომ ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ ამის გამო სანქციების დაწესება არასოდეს, არსად, არ გამხდარა სანქციების მიზეზი. სანქციების მიზეზი, რაც შეიძლება თეორიულად იყოს, ამ ქვეყანაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მხრიდან უსაგნო მცდელობებია”, – განაცხადა სარჯველაძემ.