logo_geo
eng_logo
იუსტიციის სახლი მომხმარებლებს „პერსონალური ასისტენტს“ შესთავაზებს
- +

4 აგვისტო. 2021. 12:34

 

 

„იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს – „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს,“ – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა.

 

„ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის უმოკლეს ვადებში მიწოდებისა და მაღალი ხარისხის კონსულტაციის გაწევის მიზნით, ბიზნეს სექტორს მომსახურების სრულიად ახალ, მის სჭიროებებზე მორგებულ კონცეფციას შევთავაზებთ. ბიზნეს სექტორს ეყოლება იუსტიციის სისტემაში კარგად გათვითცნობიერებული პირადი მრჩეველი და დამხმარე, რომელიც მის ნაცვლად ყველა საჭირო პროცედურას გაივლის და მომზადებულ დოკუმენტაციას მიაწვდის“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

 

რატი ბრეგაძის შეფასებით, „ხალხის კეთილდღეობას დიდწილად ძლიერად განვითარებული ეკონომიკა განაპირობებს, მატერიალური დოვლათის შემქმნელი ძირითადი ძრავის – ბიზნესის ხელშეწყობა პირდაპირ პროპორციულად აისახება ქვეყნის ბიუჯეტსა და თითოეული მოქალაქის პირად შემოსავალზე“. მინისტრის თქმით, „პერსონალური ასისტენტის“ უპირატესობა სამართლებრივი კონსულტაციის გაცემის, მომსახურების უზრუნველყოფისა და ოპერაციების დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობა იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner