logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნება მიღებული
- +

4 აგვისტო. 2021. 12:35

 

 

„ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება დარწმუნებული ვარ, რომ სრული კონსენსუსით იქნება მიღებული,“ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას, როგორც სასულიერო პირების, ასევე ხელისუფლების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული.

 

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს და ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემას სთხოვს.

 

წერილში ნათქვამია, რომ საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს უკვე დიდი ხანია აყენებს ხელისუფლების წინაშე, მზაობა ყოველთვის იყო, თუმცა ხელისუფლება სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობების შექმნას ითხოვდა.

 

პატრიარქი თავის წერილში აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მოთხოვნის შესაბამისად, გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ამასთანავე, სიწმინდის დაცვის მიზნით ჩატარდა სხვა საჭირო სამუშაოებიც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner