logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციურ პარტიებს საკუთარ არსენალში განსახილველად თუ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება აქვთ, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ მათთან ნებისმიერი თანამშრომლობა შეუძლებელია
- +

4 აგვისტო. 2021. 12:52

 

 

„თუ ოპოზიციურ პარტიებს საკუთარ არსენალში განსახილველად თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება აქვთ, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ამ პოლიტიკურ ძალებთან 19 აპრილის ან სხვა შეთანხმების ფორმატში ნებისმიერი თანამშრომლობა შეუძლებელია,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

 

დეპუტატი ინტერესდება, ოპოზიციის მხრიდან არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზი რა უნდა იყოს.

 

„ეს მიზეზი ჩემთვის წარმოუდგენელია. ამის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მათ ხელისუფლების არჩევნებით გზით შეცვლა კი არ აქვთ გეგმაში, არამედ სხვა ფორმით ხელისუფლების შეცვლა და ეს არ არის მისაღები. ეს არ არის ის, რაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება. ბოიკოტი ყველას უფლებაა, შეუძლიათ, გააკეთონ, მაგრამ პასუხი ხომ უნდა გასცენ ამომრჩეველს, ამას რატომ აკეთებენ. ბოიკოტის გამოცხადება მხოლოდ იმიტომ, რომ სათანადო მხარდაჭერა არ აქვთ, ეს ხომ არ შეიძლება, ბოიკოტის მიზეზი იყოს?“– განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner