logo_geo
eng_logo
პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია
- +

4 აგვისტო. 2021. 12:56

 

 

პირი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ის თავად ჩაბარდა პოლიციას. ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში შევიდა და ხელყუმბარის აფეთქებით დაიმუქრა.

 

აღნიშნული ინციდენტის გამო, უკრაინის დედაქალაქ კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.

 

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული პირი ვეტერანია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner