„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის ახალი მექანზმი ამოქმედდება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სისტემა Probbox, პრობაციონერთა კონტროლსა და რეგისტრაციას მუნიციპალური კუთვნილების გარეშე განახორციელებს,“ – ამის შესახებ დღეს 10 იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, Probbox სისტემა აღჭურვილი იქნება ვიდეო გადაღებისა და დაქტილოსკოპიური აპარატით.
პრობაციონერის გამოცხადება Probbox-თან, ასევე, მის მიერ განრიგის დარღვევა ავტომატურად აისახება საქმისმწარმოებელი ოფიცრის ბაზაში. Probbox ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განთავსდება.
„პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი, მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და ამავდროულად დაზოგავს ადამიანურ რესურსს“, – დასძინა რატი ბრეგაძემ სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე.